Geovistta ფასადის კომპანიაა. ვასრულებთ სრულ ციკლს — აზომვიდან ჩაბარებამდე — სერტიფიცირებული მასალით, გამოცდილი გუნდით და 2 წლიანი გარანტიით.
ობიექტს ვიღებთ პირველი აზომვიდან და ვაბარებთ დასრულებულს. ყოველი ეტაპი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება — მასალის შერჩევიდან მიღება-ჩაბარებამდე.
ობიექტზე გასვლა, აზომვა, კვანძების და სისტემის შერჩევა.
დეტალური სმეტა მასალისა და სამუშაოს მიხედვით, ვადებით.
პანელის, ქვეკონსტრუქციისა და თბოიზოლაციის შესყიდვა და მიწოდება ობიექტზე.
ქვეკონსტრუქცია, იზოლაცია და პანელის მონტაჟი საკუთარი გუნდითა და ტექნიკით.
მიღება-ჩაბარების აქტი და 2 წლიანი გარანტია შესრულებულ სამუშაოზე.
ალუმინის ქვეკონსტრუქცია საჰაერო ღრეჩოთი, თბოიზოლაცია პანელის უკან. პანელის ტიპები: ალუკობონდი (ACP/ACM), HPL, ფიბროცემენტი, მეტალი, GRC.
გარე თბოიზოლაციის სისტემა პენოპლასტით (EPS) ან იქსპიესით (XPS), საარმატურე ბადითა და დეკორატიული ბათქაშით.
მინერალური და ქვის ბამბის სისტემები A1/A2 ხანძარსაწინააღმდეგო კლასით — მრავალსართულიანი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ობიექტებისთვის.
კლინკერის თერმოპანელები, ტერაკოტის პანელები და სენდვიჩ-პანელები მექანიკურ სამაგრ სისტემაზე.
ობიექტის აზომვა და კონსოლების დამაგრება მზიდ კედელზე.
ვერტიკალური და ჰორიზონტალური პროფილების აწყობა და დონეზე გასწორება.
თბოიზოლაციის ფენის ჩადება ქვეკონსტრუქციაში.
პანელების მონტაჟი, ნაკერების გასწორება და დაშვებების კონტროლი.
მუშაობა ავტოამწეებიდან და ხარაჯიდან, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
მასალაზეც და მონტაჟზეც ჩვენ ვაგებთ პასუხს. არ გიწევთ რამდენიმე მიმწოდებელსა და ბრიგადას შორის კოორდინაცია.
შესრულებულ სამუშაოზე გაძლევთ 2 წლიან გარანტიას. ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა და მიღება-ჩაბარების აქტი — სრული დოკუმენტაციით.
ხელმძღვანელობას გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიცირება (IOSH "Managing Safely").
თბილისი, დიდი დიღომი, ჰუგო ჰუბერტია №22
საქართველო